კურსი „პერსონალური ბრენდინგი შემოქმედებით ინდუსტრიებში“
კურსი მიზნად ისახავს შეასწავლოს კულტურის პროფესიონალებს მათი პერსონალური ბრენდის სტრატეგიის შექმნა, განვითარება და მართვა. კურსში პეროსნალური ბრენდი დანახულია, როგორც წარმატების და მდგრადი შედეგების მიღწევის აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე სამყაროში კონკურენტუნარიანობის განსაკუთრებულ წინაპირობას წარმოადგენს.

ყოველი ადამიანი განუმეორებელია. მაგრამ ყველას თუ ესმის, რომ ეს გარემოება სახელის, წარმატების და შემოსავლის მომტანია. მით უფრო, ხელოვანი ადამიანიასთვის.

მსმენელები გაიცნობენ პერსონალური ბრენდის იდენტობისა და პოზიციონირების მახასიათებლებს, ასევე ბრენდის მართვის და განვითარების პრინციპებს. პრაქტიკულ დავალებებზე ორიენტირებული კურსი საშუალებას აძლევს სწორად განისაზღვროს პერსონალური ბრენდის ჩამოყალიბების ყველა ეტაპი. კურსი მთლიანად პრაქტიკულია, და მის დასასრულს ყველა მონაწილე წარმოადგენს საკუთარ ფასეულობებზე, პრიორიტეტებზე და ძლიერ მხარეებზე დაფუძნებულ ბრენდბუქს.

კურსის შესახებ
ნინო წითლანაძე
ცხოვრება არა მხოლოდ საკუთარი თავის პოვნა, არამედ საკუთარი თავის შექმნაა
კურსი დაიწყება სექტემბერში. ხანგრძლივობა: 6 ლექცია.
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ
სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 სთ-ზე
მისამართი: თ. ჭოველიძის 4, კეტტარი აკადემია

ნინო წითლანაძე არის არტ მენეჯმენტის დოქტორი, TsitlanadzeConsultancy დამფუძნებელი და მენტორი,
არის შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის (www.creatives.ge) თანადამფუძნებელი და დირექტორი. 15+ წლიან პროფესიულ კარიერაში განხორციელებული აქვს 50+ წარმატებული პროექტი კომუნიკაციებში, პიარში და შემოქმედებით ინდუსტრიებში.
600 ლარი
700 ლარი
ფიზიკური პირებისთვის
იურიდიული პირებისთვის
განაკვეთები
კურსი „პერსონალური ბრენდინგი შემოქმედებით ინდუსტრიებში“

Address:
  • Israel, 12 Ben Zvi Yitzhak Beer Sheva, 8489330,
  • Georgia, 4 Chovelidze street, 0108 Tbilisi
Company:
Phone:
  • Israel - 972 39 155 615
Email:
info@kettari.com
Newsletter
Stay Tuned
Kettari Foundation