კურსი შესავალი კერამიკის სამყაროში
კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს კერამიკის საოცარი სამყარო. კურსის მონაწილეები თიხის ტექნიკას შეისწავლიან ერთ-ერთ ცნობილ სახელოსნოში, რაც დაუვიწყარი გამოცდილება იქნება.

მონაწილეები ისწავლიან კერამიკის სასურველი ფორმების შექმნას სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, მათ მოხატვასა და მომინანქრებას. ისწავლიან ღუმელთან მუშაობას, გამოწვის სხვადასხვა რეჟიმებს. კურსის ბოლოს მონაწილეებს შეეძლებათ შექმნან კერამიკული ნაკეთობა ნულიდან საბოლოო გამოყენების სახელმდე. კურსი შეიძლება იდენტიფიცირდეს როგორც არტ თერაპია.

სხვა უძველესი ერების მსგავსად, კერამიკა ქართული კულტურის წარსულისა და აწმყოს განუყოფელი ნაწილია. მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურებიდან დაწყებული, ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების კერამიკული ნივთები აჩვენებს, რომ კერამიკა იყო ქართველებისთვის საკუთარი კულტურისა და რელიგიის აქსესუარის საშუალება.

კურსის შესახებ
ირინა მუჯირი
„მე ვმუშაობ კერამიკაზე, რაც ძალიან მამშვიდებს, თითქოს სხვა პლანეტაზე გადავყავარ“
ევა ჰერციგოვა
კურსი იწყება სექტემბერში. ხანგრძლივობა: 5 ლექცია.
ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ,
შაბათს 12:00 სთ-ზე
მისამართი: სარაჯიშვილის ქ. 12 Commodus Ceramics

ირინა მუჯირი პროფესიით არქიტექტორი და დიზაინერია. ფლორენციის დიზანის სკოლის “accademia italiana” დასრულების შემდეგ, 2017 წელს დაარსა კერამიკის სტუდია “კომოდუსი”. დღეს კომოდუსი წარმატებული კომპანიაა, რომელიც რომელიც მუშაობს, როგორც საცალო ასევე კორკორატიულ შეკვეთებზე საყოფაცხოვრებო, დეკორატიულ კერმიკასა და ინტერიერის დიზაინზე.
600 ლარი
700 ლარი
ფიზიკური პირებისთვის
იურიდიული პირებისთვის
განაკვეთები
კურსი შესავალი კერამიკის სამყაროში
Address:
  • Israel, 12 Ben Zvi Yitzhak Beer Sheva, 8489330,
  • Georgia, 4 Chovelidze street, 0108 Tbilisi
Company:
Phone:
  • Israel - 972 39 155 615
Email:
info@kettari.com
Newsletter
Stay Tuned
Kettari Foundation