კურსი „მსოფლიო ღვინოები“
ხარ ღვინის მოყვარული? გაინტერესებს უფრო კარგად ერკვეოდე ღვინის სხვადასხვა სტილისტიკაში? გინდაკარგად გაავარჯიშო გემოები და გახდე უფრო თავდაჯერებული ღვინის შეფასებისას? გასინჯო მსოფლიოს 30 ცნობილი ღვინო და იპოვო საჭმლისა და ღვინის იდეალური წყვილები?
მაშინ, სექტემბრიდან გთავაზობთ უშუალო, ცოცხალ და სწავლაზე ორიენტირებულ ინტენსიურ ინგლისურ კურსს „მსოფლიო ღვინოები“.
კურსს გაუძღვება WSET3 სერთიფიცირებული სომელიე თეონა თოხაძე.

კურსის მონაწილეები შეიძენენ საჭირო თეორიულ ცოდნას მსოფლიო ღვინოების შესახებ. ეცოდინებათ როგორ გასინჯონ, ისაუბრონ და იფიქრონ ღვინოზე; ისწავლიან თეთრი და წითელი ღვინის, ცქრიალა და შემაგრებული ღვინოების დაყენების ტექნოლოგიასა და სტილისტიკას; სხვადასხვა შემთხვევებისა და ღონისძიებებისთვის ღვინოების სწორად შერჩევას; აღმოაჩენენ მსოფლიო ტრენდებს და ბევრ სხვა საინტერესო ისტორიას.

კურსის ბოლოს გამოვლენილ საუკეთესო მონაწილეს ვასაჩუქრებთ შამპანიურით Pol Roger.

კურსის შესახებ
თეონა არის WSET3 დოპლომირებული სომელიე. განხორციელებული აქვს რამდენიმე წარმატებული პროექტი ღვინის ტურიზმის მიმართულებით.

პროფესიით კორპორატიული კომუნიკაციების სპეციალისტი წლების მანძილზე მუშაობდა ბიზნეს სექტორში - საბანკო და სატელეკომინიკაციო სფეროებში.

თეონა თოხაძე
"სომელიე არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვინც იცის ღვინო, არამედ ის, ვისაც შეუძლია დაეხმაროს სხვებს ღვინის უკეთ გაგებასა და დაფასებაში" ჟერარდ ბასე
კურსი იწყება სექტემბერში. ხანგრძლივობა: 4 ლექცია.
ლექციები ჩატარდება ორშაბათს,
სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს 19:00 სთ-ზე
მისამართი: სი ჩერტო • Si Certo, მ. კოსტავას ქ. 60

1050 ლარი
1200 ლარი
ფიზიკური პირებისთვის
იურიდიული პირებისთვის
განაკვეთები
კურსი „მსოფლიო ღვინოები“
Address:
  • Israel, 12 Ben Zvi Yitzhak Beer Sheva, 8489330,
  • Georgia, 4 Chovelidze street, 0108 Tbilisi
Company:
Phone:
  • Israel - 972 39 155 615
Email:
info@kettari.com
Newsletter
Stay Tuned
Kettari Foundation