Კვირა 2: ლევან ლეფსვერიძე
მარკეტინგისა და ბრენდინგის სტრატეგიები შემოქმედებითი ინდუსტრიებისათვის
ლევან ლეფსვერიძე არის Leavingstone - Digital Creative სააგენტოს თანადამფუძნებელი და კრეატიული თავმჯდომარე. 2010 წლიდან ხელმძღვანელობს სააგენტოს შემოქმედებით განვითარებას. საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული აქვს 200-მდე ჯილდო, მათ შორის Cannes Lions, Eurobest, LIA, Webby, ADC*E, Epica, Golden Drum, Golden Hammer და სხვა; რამდენჯერმე იყო საუკეთესო სააგენტოს ტიტულის მფლობელი საქართველოში, უკრაინასა და ლატვიაში.
შემოქმედებითი ინდუსტრიები 360 “შემოქმდებითი ინდუსტრიების ზოგადი მიმოხილვა”
ცნობილი ტელე და რადიო წამყვანი, კინორეჟისორი, მედია მენეჯერი, მუსიკალური პროდიუსერი და კრეატიული ინდუსტრიის სპეციალისტი საქართველოში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მასშტაბური საერთაშორისო პროექტი.
სერგი გვარჯალაძის ინიციატივით დაიწყო ,,ელექტრონავტის’’, როგორც ქართული ელექტრონული მუსიკისა და პოპ კულტურის დაჯილდოება.
2022 წლიდან არის საერთაშორისო ფონდის Kettari-ს დირექტორი.
Კვირა 1: სერგი გვარჯალაძე
კრეატიული პრობლემების გადაჭრა და ინოვაცია
გური ქოიავა არის ანტრეპრენერი, სტარტაპ მენტორი და საჯარო სპიკერი კორპორატიულ ინდუსტრიაში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
ამჟამად არის Startup Büro-სა and Axel-ის თანადამფუძნებელი, ხოლო 2022 წლიდან EBAN - European Business Angels Network მმართველი საბჭოს წევრი, განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი სტარტაპ პროგრამა, იყო 200-ზე მეტი სტარტაპ ღონისძიების თანაორგანიზატორი, სადაც ჩართული იყო ქვეყნის 60 000 მოქალაქე და რეზიდენტი.
Კვირა 4: გვანცა გუგეშაშვილი
ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში
გვანცა გუგეშაშვილი არის სამართლის დოქტორი. წლების განმავლობაში,კითხულობს ლექციებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და თარგმანის ავტორი. აქტიურად არის ჩართული პროექტებში, რომელიც ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით.
შემოქმედებითი ინდუსტრიების მომავალი
ზურაბ შარაშენიძემ პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი კონტენტსა და შემოქმედებით ინდუსტრიებში გაატარა. დღეს ის ვებ3 სფეროშია და ქმნის ახალ მიდგომებს.
2021 წლიდან მუშაობს Two Point Zero-ს აღმასრულებელი დირექტორად, მანამდე იყო InterCo Travel Group-ის აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარე, ტელეკომპანია GDS-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
თეონა ჯაყელი არის კეტარი აკადემიის ხელმძღვანელი და კულტურა მდგრადი განვითარებისათვის დამფუძნებელი.
კულტურისა და განათლების მენეჯერს, სახელმწიფო და კერძო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. მას განხორციელებული აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბური პროექტი როგორც სახელოვნებო, ისე სამუზეუმო მიმართულებით. არტ მენეჯმენტში მოღვაწეობის დაწყებამდე ხელოვანი წლების წინ აქტიურად ეფინებოდა საგამოფენო სივრცეებში საქართველოში და საზღვარგარეთ.
Კვირა 7: ზაქარია ზალიკაშვილი
ღონისძიებების დაგეგმვა და მენეჯმენტი
მარკეტინგის პროფესიონალსა და მედია პროდიუსერს აქვს უნიკალური სამუშაო გამოცდილება საქართველოსა და უკრაინის ტოპ კომპანიებში, მათ შორის PepsiCo, Geocell, Aqua Geo, Entree და Georgian American Alloys მედია წარმოებისა და მარკეტინგული კომუნიკაციის პროექტებზე მუშაობაში. სწავლობდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის სკოლაში.
Კვირა 8: ნინო იმერლიშვილი
მედია ფროდაქშენის შესავლები
ნინო იმერლიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა „კომუნიკატორის“/“ღამის კომუნიკატორის“/,“C სტუდიის“ პროექტებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კულინარიული გადაცემის „გურმანია“ აღმასრულებელ პროდიუსერად. 2018 წელს გუნდთან ერთად დააფუძნა ონლაინ ჟურნალი - Fashionholics Magazine. 2021 წელს ამავე ჟურნალის ბრენდის ქვეშ დააარსა ახალი სერვის-სტარტაპი სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის მოკლევადიანი ინფლუენს კამპანიებისათვის.
როგორც ჟურნალისტი დღემდე თანამშრომლობს ონლაინ ჟურნალ AT.ge-თან, ინგლისურენოვან NFT ჟურნალთან, Billboard Georgia-თან.