კეტტარი აკადემია გიწვევთ პრაქტიკულ კურსზე „საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი“.
კურსი მოგცემთ სრულ ინფორმაციას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტზე და მოგამზადებთ ხელოვნებისა და კულტურის ინდუსტრიებში მუშაობის დასაწყებად. კურსი აერთიანებს დისციპლინურ გამოცდილებასა და ცოდნას მონაცემთა ანალიტიკაში, კრეატიულ აზროვნებაში, ბიზნესსა და სამართალში, იმ რთული გამოწვევების უკეთ გასაანალიზებლად, რომლებიც დღეს შემოქმედებითი ინდუსტრიის წინაშე დგას. სტუდენტები შეისწავლიან საშემსრულებლო ხელოვნების ინდუსტრიას, მის მდიდარ და მრავალფეროვან ხელოვნების ობიექტებსა და ფესტივალებს. კურსის ფარგლლებში გექნებათ პროფესიონალებთან შეხვედრები და პრაქტიკული სესიები. თქვენ განავითარებთ თქვენს ცოდნას და უნარებს კულტურული და შემოქმედებითი ინსტიტუტების ხელმძღვანელობისთვის.
კურსის ბოლოს სტუდენტებს ექნებათ კარგად გააზრებული ცოდნა იმისა, თუ რა არის საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი; შეეძლებათ მიიღონ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ სად უნდათ დადგეს ინდუსტრიაში და განავითარონ უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ პრაქტიკულად და შემოქმედებით აზროვნებაში; გაუძლოს სირთულეებს და იპოვო გადაწყვეტილებები; თქვენ გაეცნობით ხელოვნების მენეჯმენტის თანამედროვე კონცეფციებს და იმას, თუ რატომ გჭირდებათ მუდმივად შეაერთოთ მენეჯერული, ეკონომიკური და ესთეტიკური მიზნები.
კონკურენტულ კულტურულ და მხატვრულ გარემოში რეპუტაცია შენდება გამორჩეული იმიჯის შექმნით. თანამედროვე ხელოვნების მენეჯმენტი არ ცვლის მენეჯმენტის ტრადიციულ ფუნქციებს, მაგრამ ფოკუსირებულია უნარებზე, რომლებიც საჭიროა კონკრეტული მხატვრული მცდელობისთვის ხელსაყრელი კულტურული გარემოს ასაგებად, განვითარებისა და სტაბილიზაციისთვის.
კურსს გაუძღვება ეკატერინე მაზმიშვილი.

ეკატერინე მაზმიშვილს ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის მიმართულებით მაგისტრატურა დაცული აქვს აქვს პრაღის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ხოლო სადოქტორო Uniman Academy of Management-ში, (Grenoble).
სხვადასხვა წლებში ხელოვანს გავლილი აქვს არტ– მენეჯმენტის პრაქტიკისა და თეორიის კურსები ზალცბურგის არტ მენეჯმენტის აკადემიაში, ასევე, აშშ-ში, ბულგარეთსა და ბუდაპეშტში.
15 წელზე მეტი იყო მარჯანიშვილის თეატრის დირექტოტრი. 2009 წლიდან დღემდე გახლავთ „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ დამფუძნებელი და
დირექტორი. 2023 წლიდან დაინიშნა ახალი გახსნილი თეატრალური სივრცის "თეატრი სტუდია 42"-ის დირექტორად.
კურსი „საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი“
კურსის შესახებ
ეკატერინე მაზმიშვილი
"თეატრი უსასრულოდ მომხიბლავია, რადგან საოცრად შემთხვევითია. და ამით ძალიან ჰგავს ცხოვრებას." - არტურ მილერი
კურსი იწყება 29 სექტემბერს. ხანგრძლივობა: 7 ლექცია.
ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, 19:00 სთ-ზე
მისამართი: თეატრი სტუდია 42, ა. წერეთლის გამზირი 114

700 ლარი
900 ლარი
ფიზიკური პირებისთვის
იურიდიული პირებისთვის
განაკვეთები
კურსი „საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი“

Address:
  • Israel, 12 Ben Zvi Yitzhak Beer Sheva, 8489330,
  • Georgia, 4 Chovelidze street, 0108 Tbilisi
Company:
Phone:
  • Israel - 972 39 155 615
Email:
info@kettari.com
Newsletter
Stay Tuned
Kettari Foundation